ვაშინგტონში ივანიშვილის რეჟიმზე ისე საუბრობენ, როგორც ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე - სამადაშვილი
"ვაშინგტონში ივანიშვილის რეჟიმზე ისე საუბრობენ, როგორც ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე" - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა "პირველებთან" გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ოქტომბრის არჩევნებს აქვს, რომლითაც ქართველ ხალხს მიეცემა შანსი, საქართველოში დემოკრატია დემოკრატიული გზით დაამყაროს.
ამ ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, რომ ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ სრულად არის ამოწურული ყველანაირი შესაძლებლობა გაუმჯობესების ამ ურთიერთობების და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს, როდესაც ფაქტობრივად, ისე საუბრობენ ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რა სიტყვარით და გზავნილებითაც საუბრობენ ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე. ქართველი ხალხის საუკეთესო მეგობრების ამოცანა დასავლეთში არის, რომ დემოკრატია საქართველოში დემოკრატიას მიეცეს შანსი და ქართველმა ხალხმა დემოკრატიული გზით დაამყაროს კონტროლი საკუთარ მომავალზე", - ამბობს სამადაშვილი.
30 ივლისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართება, სენატორები იმსჯელებენ საქართველოზეც.
ინფორმაცია ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მისი თქმით, მოსმენის ინიციატორი სენატორი ჯინ შაჰინია.
მოსმენას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს (ჯიმ) ო'ბრაიენი დაესწრება.
მთავარი ფოკუსი: ნატო, უკრაინა, საქართველო, უნგრეთი და სხვა ძირითადი საკითხები - წერს რაუფოღლუ.