დააბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში - რატი ბრეგაძის კომენტარი

25.07.24 14:57
დააბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში - რატი ბრეგაძის კომენტარი

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, მალე შესაძლოა ციხეში დააბრუნონ - განცხადება ამის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.

რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ექს პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და როგორც კი ექიმები გასცემენ დასკვნას, რომ "ვივა მედიდან" მისი გაყვანა დასაშვები იქნება, სააკაშვილს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.

ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ ექიმები. როცა მათი მხრიდან იქნება შესაბამისი მზაობა, მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ პენიტენციურ დაწესებულებაში. პრინციპი არის მარტივი- მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ზრუნვისა და დაკვირვების საგანია. როცა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ თქვენც. მოხარული ვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული და მინდა ვუსურვო მყარი ჯანმრთელობა!“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები