ივანიშვილს და "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის ეშინია - კუპრაძე

25.07.24 15:22
ივანიშვილს და "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის ეშინია - კუპრაძე

"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის ეშინია, რადგან სწორედ საქართველოს პრეზიდენტია ის ადამიანი, რომელიც თავისი ნაბიჯებით ევროინტეგრაციისთვის იბრძვის.

კუპრაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ერთიანი ოპოზიციიის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება და ივანიშვილს მოუწოდებს, თუ გამბედაობა ეყოფა, "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატად წარსდგეს.

ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ეშინია სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევის. ეს შიში განპირობებულია სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებით და ქმედებებით, რომელიც მიემართება ევროინტეგრაციისკენ და ქართველი ხალხის ნების ასახვისკენ, რისი წინააღმდეგობაშიც არის თავად ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება". თუ ჰქოყნის ბიძინა ივანიშვილს იმის გამბედაობა, რომ რეალურად დატესტოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის მაჩვენებელი, ის უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი. დარწმუნებული ვარ ის დამარცხდება ერთიანი კანდიდატის წინააღმდეგ, რომელიც შესაძლოა და სავარაუდოა, რომ იქნება სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი? მმართველ პარტიაში არ ამბობენ, სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა. თუ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის სკამისთვის ბრძოლას დაიწყებს, მისი მთავარი კონკურენტი  სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილი იქნება. 

ამ დროის მონაცემებით, პროდასავლური ოპოზიცია მზადაა, სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. 

მსგავსი სიახლეები