"ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

25.07.24 16:22
"ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

"ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ - ოპერატორ ბექა პირველსა და ჟურნალისტ შოთა სადაღაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ფიზიკურად 3 ადამიანი ძალადობს.

მძღოლები გადამღებ ჯგუფს სიუჟეტის გამო დაუპირისპირდნენ, რომელიც გაუმართავ, სიცოცხლისთვის საშიშ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ეხებოდა. თუმცა დღეს ბექა პირველი და შოთა სადაღაშვილი დიდუბის ავტოსადგურში პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებდნენ და თავდასხმის მიზეზი წინა დღეებში გადაღებული სიუჟეტი გახდა. 

ოპერატორი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. მას დაზიანებები აქვს ხელის, თავისა და მუცლის არეში. 

როგორც tvpirveli.ge-ის ერთ-ერთმა დაშავებულმა შოთა სადაღაშვილმა განუცხადა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო და ის უწყებაში ხვალ დილით არის დაბარებული. ჟურნალისტი ყვება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მათი გადამღები ჯგუფის მიმართ მძღოლები აგრესიით გამოირჩევიან. მისი თქმით, წინა კვირას სიუჟეტის მომზადების დროს გადამღებ ჯგუფს კამერა დაუმტვრიეს.

მსგავსი სიახლეები