მდინარზე უნიჭოა, არ გამოსდის... - ეკა ბესელია

25.07.24 16:38
მდინარზე უნიჭოა, არ გამოსდის... - ეკა ბესელია

მდინარზე უნიჭოა, არ გამოსდის... - ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც ცოტა ხნის წინ კვლავ გლობალური ომის პარტიასა და მეორე ფრონზე ილაპარაკა.

ბესელია ამბობს, რომ ასეთი ლეგენდების მოყოლისას, "ოცნების" დეპუტატებში მდინარაძე განსაკუთრებით უნიჭო და არადამაჯერებელია. 

სანამ ჩაგერთვებოდით დრამატული ხმა მესმოდა მდინარაძესი. აი ასეთი დრამატული ტონით და სხვათაშორის, ამ ბიჭს უნიჭოდ გამოსდის ეს, არ გამოსდის დამაჯერებლად, ყალბი რომ არის ეტყობა, მაგრამ სხვები ხომ აი ამ ლეგენდით ელაპარაკებიან, ახლა ხალხს. აი რაღაცა ხდება, შეთქმულების თეორია, მასონები გადმოდიან, რომ კობახიძს ლიკვიდაცია უნდოდათ, ეს არის ერთი ლეგენდა. გაუგონარი ენით საუბრობენ საერთაშორისო სამყაროსთან", - განაცხადა ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კიდევ ერთხელ საუბრობს გლობალური ომის პარტიაზე და ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ.

მსგავსი სიახლეები