ალეკო ელისაშვილმა დავალება შეასრულა (მამუკა მდინარაძეს რომ მივარდა) - ყაველაშვილი

25.07.24 17:24
ალეკო ელისაშვილმა დავალება შეასრულა (მამუკა მდინარაძეს რომ მივარდა) - ყაველაშვილი

"ალეკო ელისაშვილმა დავალება შეასრულა. მკვლელობა არ იყო, მაგრამ უნდა დაეკნინებინა ქართული ოცნება," - ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი საუბრობს.

ყაველაშვილი თვლის, რომ ალეკო ელისაშვილმა, როდესაც რუსული კანონის განხილვის დროს მამუკა მდინარაძეს დაარტყა, დავალება შეასრულა. 

ფიცოზე მწერალი ადამიანი, „დავერბოვკებული“ - იარაღის სროლა ასწავლეს, პრემიერ-მინისტრს კლავდა ყველას თვალწინ. ის ადამიანიც ლიბერალი იყო, მის გონებაშიც რომ მოუსმენ, უნდა გადაერჩინა სლოვაკეთი. ანალოგიური, როცა პარალელი მოვიყვანე ერთ-ერთ ნაძირალაზე, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე ის აქტი ჩაიდინა და მამუკა მდინარაძეს მივარდა, დილის 11 საათიდან რომ ელოდებოდა, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი აქტი შეესრულებინა, ანალოგიურია, მას იარაღი არ სჭერია, თორემ შესრულებით იგივე შეასრულა, ალეკო ელისაშვილმა დავალება შეასრულა," - ამბობს ყაველაშვილი. 

ყველაშვილი იმეორებს მმართველი ძალის რიტორიკას, რომ არსებობს კონკრეტული გარე ძალები, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას გეგმავენ და ამტკიცებს, რომ მათ დავალებებს პრეზიდენტი და ოპოზიცია ასრულებს. 

მე ის მწყინს, რომ საქართველოს პოლიტიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც გარე დაკვეთებს ემსახურებიან და მთელი რადიკალური ფრთა ამას ემსახურება. აბა, როგორ გამოუშვებდა გვარამიას სალომე ზურაბიშვილი - პირდაპირ დაავალეს, პირდაპირ დაავალეს გვარამიასაც, ხაზარაძესაც, გახარიასაც და ელისაშვილსაც რომ ერთად უნდა იყვნენ, რომ ერთიანი ფრონტით ებრძოლონ ქართულ ოცნებას და ქართულ საზოგადოებას, რომ აქ შეიცვალოს ხელისუფლებას," - ამბობს ყაველაშვილი.

მსგავსი სიახლეები