რა თემებზე ისაუბრეს ოპოზიციურმა პარტიებმა NDI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან?

25.07.24 17:25
რა თემებზე ისაუბრეს ოპოზიციურმა პარტიებმა NDI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან?

როგორი წინასაარჩევნო გარემოა საქართველოში და რა მოლოდინი აქვთ პოლიტიკურ პარტიებს? - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები NDI-ის ოფისში იმყოფებოდნენ და დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად გახშირდეს ოპონენტებზე თავდასხმები, დაშინებისა და მოსყიდვის მცდელობები.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელძღვანელობას "ოცნების" ოპონენტებმა დეტალურად აუხსნეს, თუ რა ვითარებაშიი უწევთ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება.

ეს იყო პირველი შეხვედრა NDI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და სადამკვირვებლო ჯგუფი. ვისაუბრეთ იმ ფუნდამენტალურად უთანასწორო და ძალადობის, ზიზღის ენით გაჟღენთილ გარემოზე, რომელიც შექმნა და კიდევ უფრო დაამძიმა წინასაარჩევნოდ ქართულმა ოცნებამ და რა თქმა უნდა, იმ ცრუ ნარატივებზე, დეზინფორმაციაზე, რომლითაც ცდილობს, რომ საზოგადოება აცხოვროს სიცრუეში, ასევე იმ პრობლემურ კანონებზე და პრაქტიკაზე საარჩევნო საკითხების, რაც წინა არჩევნებზეც გამოიკვეთა და ვისაუბრეთ იმ დარღვევებზე, რომელიც ამ პერიოდშიც კი უკვე არის თვალსაჩინო,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

თითქოს ეს არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და თითქოს ელექტრონული არჩევნები გადაარჩენს ამ არჩევნებს და ყველაფერი იქნება იდეალურად, ამ ტყუილში ვამხელთ ყოველდღიურ რეჟიმში და ამ ინფორმაციას გავუზიარებთ საზოგადოებას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ვუთხარი დამკვირვებლებს, რომელთა უპრეცენდენტო მხარდაჭერამაც ისე გააღიზიანა და ისეთ პანიკაში ჩააგდო ოცნება, რომ გუშინ დილიდანვე სუს-ის განცხადებით, კობახიძის ბრიფინგით ვიხილეთ ეს ისტერიკა. იმიტომ, რომ სენატში გუშინწინ დაანონსდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა არჩევნებზე დაკვირვების,“ - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

ჩვენი საუბარი არ იყო მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ ჩვენი პარტიის გეგმებზეც. ახალი გაერთიანებები, იქნებიან ახალი დამიანები, მათ შორის ისეთი ადამიანებიც, ვისთანაც პოლიტიკური სიახლოვე აქამდე არ გვაკავშირებდა,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები