ბრეგაძე: თუ ბატონი ივანიშვილი გადაწყვეტს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება

25.07.24 17:29
ბრეგაძე: თუ ბატონი ივანიშვილი გადაწყვეტს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება

 მმართველ პარტიაში არ ამბობენ, სურს თუ არა ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა. 

სასჯელაღსრულების მინისტრი ამტკიცებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ იქნება "ქართული ოცნების" კანდიდატი. რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო კანდიდატურას, რატი ბრეგაძე "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს აქებს და აცხადებს, რომ "ბატონი ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება". 

ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, იქნება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი. 

მსგავსი სიახლეები