ერთადერთი მსხვილი პროექტი, რაც "ოცნებამ" შექმნა, ტყუილების მწარმოებელი ტროლების ქარხანაა - ნაცვლიშვილი
"სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰყავს სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც მხილებულია ბევრ სხვა რამესთან ერთად სამარცხვინო, სავალალო ტყუილებში," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. დეპუტატი ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც ამტკიცებს, რომ აქვთ ინფორმაცია გლობალური ომის პარტიაზე და თავს იკავებენ ბოლომდე ყველაფრის თქმისგან.
ნაცვლიშვილის თქმით, ერთადერთი, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს "ტროლების ქარხანაა".
12-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ან ეკონომიკური პროექტი, ან მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც შემოიყვანა ქართულმა ოცნებამ, ან შექმნა დაპირებული სამუშაო ადგილები. ერთადერთი მსხვილი პროექტი, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა და ერთადერთი დიდი დამსაქმებელი, რაც მან ამ ქვეყანაში გააჩინა, ეს არის ტყუილების მწარმოებელი ტროლების ქარხანა,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.