შეურაცხმყოფელი ნარატივია პარტნიორების მიმართ, რომ არის გლობალური ომის პარტია, რომ თითქოს ვიღაც ომში გვითრევს - ცისკარიშვილი
"შეურაცხმყოფელი ნარატივია", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" რიტორიკას დასავლელი პარტნიორების მისამართით "ერთიანობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილი ეხმაურება მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს.
შეურაცხმყოფელი ნარატივი, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან ისმის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, ეს არის გლობალური ომის პარტია, რომ თითქოს ვიღაც ომში გვითრევს და მეორე, რომ აშშ და დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. ჩვენ ამ რუსულ-ჩინურ-ირანულ ბანაკში ქართული ოცნება გვკეტავს ორი მიზეზის გამო, თვითონ დიდხანს შეინარჩუნონ ხელისუფლება, ათწლეულობით დარჩნენ კიდევ ძალაუფლებაში და თვითონ მათმა კლანმა, რამდენიმე ასეულმა ოჯახმა მიიღოს ძალიან დიდი მოგება საკუთარი ჯიბეებისთვის,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.