"სასწორზე დემოკრატია დევს" - კონგრესმენის გაფრთხილება "ოცნებას"

25.07.24 17:39
"სასწორზე დემოკრატია დევს" - კონგრესმენის გაფრთხილება "ოცნებას"

"სასწორზე დემოკრატია დევს", - ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენმა პენსილვანიის შტატიდან მადელინ დინი, "ამერიკის ხმასთან" განაცხადა.  კანონმდებელი განმარტავს, რომ ამერიკა და საქართველო ათწლეულებია თანამშრომლობენ, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება "უცხოეთის აგენტების კანონზე" და ხაზი გაუსვას იმ საშიშროებას, რასაც ის შეიცავს.

კონგრესმენის თქმით, ამ მხრივ კი USAID-ის მნიშვნელობა მისი აზრით, კიდევ უფრო იზრდება, მით უფრო მაშინ, როდესაც აგვისტოდან, არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, კანონი ამოქმედდება.

"ეს ძალიან საშიშია და ცხადია, მთავარი საფრთხე აქ საქართველოს არჩევნებში რუსეთის მავნე გავლენაა. ამაზე ჩვენ ჩვენს საკუთარი არჩევნებთან დაკავშირებითაც ვღელავთ. სასწორზე დემოკრატია დევს, მათი ბედისწერა, საით წავლენ, რა ინფორმაციას მიიღებენ, რას გადაწყვეტენ საკუთარი ბედ-იღბლის შესახებ, საკუთარი დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესახებ. ამაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი იქნება", - ამბობს მადელინ დინი.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები