"ხალხი ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი სხვას" - კონგრესმენი
"ხალხი ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი სხვას" - ამის შესახებ დემოკრატი კონგრესმენი ნევადიდან დინა ტაიტუსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
კონგრესმენი ამბობს,რ ომა ხლა ყველაფერი ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული.
"უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ ჩატარდება არჩევნები ამ შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ხალხი ნამდვილად ერთ რამეს ამბობს, "ქართული ოცნება" კი - რაღაც სხვას. ვნახოთ როგორ შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას", - უთხრა დემოკრატმა კონგრესმენმა "ამერიკის ხმას".
შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს.