თუ ივანიშვილი არჩევნების შემდეგ დარჩება, მაშინ რამდენი ხანიც იქნება პუტინი, იმდენი ხანი იქნება "ოცნება" - უგულავა
"თუ ეს კაცი (ივანიშვილი) დარჩა არჩევნების შემდეგ, მაშინ ეს კაცი დააჯდება პირდაპირ პუტინის ტრაექტორიას, რამდენი ხანიც იქნება პუტინი, იქნება "ქართული ოცნება" და ისეთი რღვცევა სახელმწიფოებრიობის წავიდეს, რომ შეიძლება სახლემწიფოებრიობის პრობლემა დაგვიდგეს ამ ყველაფრიდან გამოძრომის პერიოდში," - ამის შესახებ „რეაქციაში“ გიგი უგულავა საუბრობს. უგულავა მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს, რაც არჩევნებში "ოცნების" გამარჯვებას შეიძლება მოჰყვეს.
უგულავას თქმით, პოლიტიკური პარტიების გადალაგება, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება.
"ივანიშივლმა ყველა ეს მავნებლური ნარატივები, რომელიც ჩვენში არსებობდა, გააერთიანა და დაამყნო ხარებასნაირ ძალაზე და შესაბამისად, მივიღეთ ჩვეულებრივი საოკუპაციო რეჟიმი," - ამბობს უგულავა.
არ იმაში ვხედავ პრობლემას, როგორც დალაგდა და ლაგდება ოპოზიცია, რაღაც ტიპის გამსხვილება ხდება, ალბათ, აგვისტოს ბოლოს მივიღებთ საბოლოო კონტურებს, ამოცანა არის, რომ უნდა დაიკარგოს რაც შეიძლება ნაკლები ხმა.
როდესაც დიდ ერთობაზე იყო საუბარი, იქ სხვა რამეზეა ლაპარაკი... ამოცანა უნდა იყოს, რომ სისტემა გამოეცალოს ხელიდან, სისტემა გამოეცლება ხელიდან, როცა ხარება დაინახავს, რომ ოპოზიცია არის პირველ ადგილზე, „ოცნება“ მეორე ადგილზე.
მე პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ჯერჯერობით, საზოგადოების განწყობა არის გაცილებით რადიკალური, ვიდრე პოლიტიკური აქტორების,“ - ამბობს უგულავა.