ერთი ხმის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს - ნაცვლიშვილი
„ერთი ხმის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს“, - ამის შესახებ „რეაქციაში“ „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, მოქალაქეების აქტიურობა არჩევნებზე უმნიშვნელოვანესია. დეპუტატის თქმით, საჭიროა „ოცნების“ დეზინფორმაციასთან ბრძოლა.
ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩათვალოს, რომ ბიულეტინზე მას დახვდება რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ამიტომ ვდებთ ჩვენ ამდენ ძალისხმევას, რომ გამარჯვების შემდეგ პროდასავლური ოპოზიციური პარტიების, რას მიიღებს მოქალაქე.
მესამე, ეს არის საუბარი იმ საერთო საკითხებზე, რომელთა ტყუილის მართლად წარმოჩენას და მართლის ტყუილად წარმოჩენას ცდილობს ქართული ოცნება - სამყაროში რომელიც კონფლიქტებითაა გარემოცული, ევროკავშირი არის ის უკიდურესად იშვიათი გამონაკლისი, რომლის არცერთი სახელმწიფო არცერთ სხვა სახელმწიფოს არ დასხმია თავს და არც ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოს დასხმია თავს - ამერიკას და ევროკავშირს ზუსტად ამას აბრალებენ, რომ ისინი შეუქმნიან თურმე რაღაცებს საფრთხეს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.