300 წლის წინ ვახტანგ მეექვსე წერს, რომ თუ მეფე არ ვარგა, სჯობია, წავიდეს, რაღაც მსგავს თუ გააკეთებს (ჩვენი ხელისუფლება), სჯობია - ჯანაშია

25.07.24 22:15
300 წლის წინ ვახტანგ მეექვსე წერს, რომ თუ მეფე არ ვარგა, სჯობია, წავიდეს, რაღაც მსგავს თუ გააკეთებს (ჩვენი ხელისუფლება), სჯობია - ჯანაშია

"300 წლის წინ ვახტანგ მეექვსე წერს კანონების კრებულის შესავალში, რომ მეფობა კი არის ღმერთისგან კურთხეული, მაგრამ თუ მეფე არ ვარგა, სჯობია, რომ წავიდეს. მთლად ასეთი მიღწევები არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, როგორიც ვახტანგ მეექვსეს ჰქონდა, რაღაც მსგავს თუ გააკეთებს, სჯობია" - ამის შესახებ "რეაქციაში" მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დამფუძნებელი, სიმონ ჯანაშია საუბრობს.

ჯანაშიას თქმით, საზოგადოება იაზრებს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

ვითარება, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა არის სამარცხვინო საქმე და იქ უნამუსო ხალხი პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს მითიც ინგრევა, ვფიქრობ, რომ ეს იქნება საბოლოო გამარჯვება, რომ პოლიტიკა აღარ უნდა იყოს ვიწრო დაჯგუფებების საქმე, არამედ უნდა იყოს საზოგადოების საქმე.
სულ ვიმარჯვებდით - კრიტიკულ მომენტში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სისტემას დაემარცხებინოს მოქალაქეები.
შეიძლება თავის თავი დაარწმუნოს ადამიანმა, რომ ჩემ გარეშე ეს ქვეყანა დაიღუპება, მაგრამ არავის გარშემო სინამდვილეში არ სჯერა. 300 წლის წინ ვახტანგ მეექვსე წერს კანონების კრებულის შესავალში, რომ მეფობა კი არის ღმერთისგან კურთხეული, მაგრამ თუ მეფე არ ვარგა, სჯობია, რომ წავიდეს. მთლად ასეთი მიღწევები არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, როგორიც ვახტანგ მეექვსეს ჰქონდა, რაღაც მსგავს თუ გააკეთებს, სჯობია,“ - ამბობს სიმონ ჯანაშია. 

მსგავსი სიახლეები