ვინ დაიჯერებს მსგავსი ტიპის ბოდვებს - ნაცვლიშვილი მდინარაძის განცხადებაზე
ვინ დაიჯერებს მსგავსი ტიპის ბოდვებს - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს "ოცნების" მორიგი პიარ ხაფანგია საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, თუმცა ოპოზიციონერის თქმით, ამ ტყუილებს მოსახლეობა არ დაიჯერებს.
ეს არის, მორიგი პიარ ხაფანგი, რომლითაც ახლა უნდათ, რომ საზოგადოების ყურადღება ამ საკითხს მიაქცევინონ. მე, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია განათლებული და გონიერი ადამიანი, ვინ დაიჯერებს მსგავსი ტიპის ბოდვებს. მესმის, რომ ხელისუფლების დაკარგვის შიში აქვთ და ეს შიში ყველაფერს ათქმევინებს, ყველანაირ სისულელეზე ხელს მოაწერინებს, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, განათლებული ადამიანები. ჩემი სურვილი იქნება, რომ მოქალაქეებს ასეთი მდარე ხარისხის ტყუილებით არ აყენებდნენ შეურაცხობას".- აცხადებს ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ.
მამუკა მდინარაძემ ასევე "რაღაცის თქმა" დააანონსა და თქვა: ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ.