ემიგრანტებო, ყველაფერს გავაკეთებს, რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, თქვენი ხმა 26 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია - სოფო ჯაფარიძე

26.07.24 11:36
ემიგრანტებო, ყველაფერს გავაკეთებს, რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, თქვენი ხმა 26 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია - სოფო ჯაფარიძე

ემიგრანტებო, ყველაფერს გავაკეთებს, რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, თქვენი ხმა 26 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია - ამის შესახებ ერთიანობის ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, "ოცნებამ" გუშინ თავისი განცხადებით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების არგახსნის თაობაზე, მიაღწია იმას, რომ კიდევ უფრო დიდი აქტივობა, კიდევ უფრო დიდი შემართება მისცეს ემიგრანტებს და ისინი აუცილებლად იტყვიან თავის სათქმელს არჩევნებზე. 

,გუშინ, ჩვენ მოვისმიმეთ ,,ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადება, სადაც ისინი ამბობენ ,რომ არ გახსნიან საარჩევნო უბნებს იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები დღე და ღამის განმავლობაში შრომობენ, იმისათვის რომ ფინანსურად უზრუნველყონ, მათი შვილები, მათი პენსიონერი მშობლები, მათი ოჯახის წევრები. ეს არ იყო განცხადება, ეს იყო წინასწარ გამოცხადებული მარცხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების. ეს იყო აღიარებული შიში და აღიარებითი ჩვენება იმისა, თუ როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილის ჩვენი ემიგრანტების. ადამიანების, რომელიც მან ზუსტად იცის, რომ აუცილებლად მათი უმრავლესობა გააკეთებს ევროპულ არჩევანს. ძალიან, მნიშვნელოვანია ჩვენო ემიგრანტებო, რომ იცოდეთ თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი 26 ოქტომბერს, იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. გპირდებით ერთს, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, იმასაც გპირდებით, რომ  არ გახსნის შემთხვევაში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი ემიგრანტის ხმა არ დაიკარგოს. ყველამ შეძლოთ, საარჩევნო უბნებთან მისვლა და თქვენი ხმის დაფისქირება. მეგობრებო ვართ თქვენ გვერდით და იცოდეთ 26 ოქტომბერს, აუცილებლად ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ ევროპულ არჩევანს. მე ერთი მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", არ ვიცი გუშინდელი განცხადებით რისი მიღწევა გინდოდათ, მაგრამ მიაღწიეთ ერთს, რომ კიდევ უფრო დიდი აქტივობა, კიდევ უფრო დიდი შემართება მიეცით ემიგრანტებს და ეს ჩანს თქვენი განცხადების წუთიდან". - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები