400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკვებულებულებს ოპოზიციონერი დეპუტატები თავდებში უდგებიან
400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკვებულებულების დასახმარებლად დეპუტატები ერთიანდებიან. ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის გასათავისუფლებლად პარლამენტის წევრები ხელმოწერებს აგროვენ.
ოპოზიცია რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს თავდებში უდგება. "ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, რომ 19 და 23 წლის ოკრიბელაშვილმა და მეფარიშვილმა გლდანის ციხე სასწრაფოდ უნდა დატოვონ.
ეს არის მესიჯი, როგორც ამ ორი ახალგაზრდას, ასევე სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ ქვეყნის კონსტიტუციური კურსის და ევროპული მომავლის დაცვისთვის ხელისუფლება მათ დასჯის და დასჯის ყველაზე უფრო მკაცრად, რისი საშუალებაც მას მიეცემა. ყველაზე, მძიმე რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს ამ ადამიანების მიმართ. კიდევ ერთხელ ვამბობ მაშინ, როცა მათი ბრალი ჯერ დამტკიცებული არ არის. მე მზად ვარ, რომ დავდგე მათ პირად თავდებად, რომ ისინი არ მიემალებიან გამოძიებას, ითანამშრომლებენ სასამართლოსთან და ისინი უნდა იყონ გარეთ და საპატიმროში არ უნდა ელოდებობდენ სასამართლო პროცესს, რომელიც მიმდინარებს," - ამბობს ანა ნაცვილიშვილი.
თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგარდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება და ამას ივანიშვილი, ნამდვილად ვერ შეძლებს და მიიღებს ძალიან მტკიცე პასუხს მორიგ ჯერზე, მათ შორის ახალგაზრდებისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - ამბობს თინა ბოკუჩავა.