26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა - ვაშაძე ემიგრანტებს

26.07.24 12:32
26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა - ვაშაძე ემიგრანტებს

თქვენ შეგიძლიათ, ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ ქვეყნიდან და წავიდეთ ევროკავშირისკენ - პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე  ემიგრანტებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ვაშაძემ ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაციისაკენ მოუწოდა, რათა მათ არჩევნებში ხმის მიცემა შეძლონ.

26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადარჩენა - ამბობს ვაშაძე.

„დღეს თქვენ ხელშია მართლაც, მნიშვნელოვანწილად, საქართველოს ბედის გადარჩენა. გუშინ „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ მათ არ უნდათ, თქვენ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. ისინი არ აპირებენ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ გამოსავალი არის. ძალიან გთხოვთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, თვე-ნახევარი დაახლოებით და ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრაცია, იმისთვის, რომ თქვენ მოხვდეთ საარჩევნო სიაში. იმისთვის, რომ თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც იქნება გახსნილი უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის უფლება. თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადაწყვეტა. რაც მეტი ემიგრანტი გაივლით რეგისტრაციას, მით მეტი შანსია რომ ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის საქართველო და არა დაპირისპირების. 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა. ხელისუფლება, რომელმაც გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, გავუშვათ ქვეყნიდან და წავიდეთ ევროკავშირისკენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები