ოლიმპიური თამაშების გახსნამდე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე, რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

26.07.24 13:14
ოლიმპიური თამაშების გახსნამდე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე, რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე, რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზის ეროვნული კომპანია SNCF ავრცელებს. 

საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის ცნობით, ობიექტს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, რის გამოც დაზიანებულ ხაზებზე მოძრაობა შეფერხდა. 

ეს ფართომასშტაბიანი თავდასხმაა, რომელიც მიზნად ქსელის პარალიზებას ისახავს. ღამით, SNCF რამდენიმე წინასწარგანზრახული თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადეს რკინიგზის ეროვნულ კომპანიაში

კომპანიის ინფორმაციით, ბევრი რეისი გაუქმდება და შექმნილი სიტუაცია შაბათ-კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, იქამდე, სანამ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება

მსგავსი სიახლეები