პაპუაშვილმა დაგვიანონსა ომი ქვეყანაში და არეულობა - მოუწოდა ხალხს რომ ქვები გვესროლონ - აქუბარდია
"დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაგვიანონსა ომი ქვეყანაში და არეულობა - მოუწოდა ხალხს რომ ქვები გვესროლონ" - ასე აფასებს დეპუტატი თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
თეონა აქუბარდიასთვის პაპუაშვილის განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ოპოზიციას შეხვედრების დროს დაუპირისპირდებიან.
მოუწოდა ხალხს რომ ქვები გვესროლონ, მაშინ, როდესაც ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის კვლას, არამედ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც და ხმა არ ამოუღია ამაზე ქართულ ოცნებას.
მან ტყუილი თქვა, როდესაც ჩემთან დაკავშირებით წაიკითხა ყალბი ციტირება, რომ თითქოს მე მოვუწოდებდი საბრძოლო ტექნიკის გადაცემას უკრაინას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება ომს აპირებს ქართული ოცნება საკუთარ ხალხთან რუსეთის დახმარებით,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას მოსახლეობა "პასუხს მოსთხოვს" - "რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?" - თქვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.