საქართველოში მეორე ფრონტი რომ არ გაიხსნა, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან - კობახიძე

26.07.24 14:51
საქართველოში მეორე ფრონტი რომ არ გაიხსნა, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან - კობახიძე

პირდაპირი ძალისხმევა იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ბოლომდე უნდა დადგეს.

თქვენ იცით, რომ საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება ასეთი ინტერესი ჰქონდეს, თქვენ ხედავთ, ვის აქვს ზოგადად, არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ. პირდაპირი ძალისხმევა იყო იმისათვის, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან, თუმცა, ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“, - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები