თუ ძალადობრივ ფაქტებს ექნება ადგილი, თუ არ მიგვიშვეს დამკვირვებლებად, მაშინ, არჩევნები ვერც სამართლიანად და ვერც თავისუფლად ვერ ჩაითვლება - ბარამიძე
"თუ ასეთ ძალადობრივ ფაქტებს მართლაც ექნება ადგილი, თუ მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება, მაშინ, არჩევნები ვერც სამართლიანად და ვერც თავისუფლად ცხადია, ვერ ჩაითვლება," - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე საუბრობს.
ბარამიძე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, სადაც შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციას "პასუხს მოსთხოვს".
თუ ასეთ ძალადობრივ ფაქტებს მართლაც ექნება ადგილი, თუ მნიშვნელოვანი დარღვევები იქნება ისეთი, როდესაც ოპოზიციას არ მიეცემა ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმოება, თუ არჩევნებზე არ მიგვიშვეს დამკვირვებლებად, თუ მოხდა კიდევ ბევრი სხვა რამ, მაშინ, არჩევნები ვერც სამართლიანად და ვერც თავისუფლად ცხადია, ვერ ჩაითვლება. ცხადია, ისინი აშინებენ ყველას, მათ შორის ამომრჩეველსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველს ამისი არ შეეშინდება, ყველა მივა საარჩევნო ყუთთან და თავის სათქმელს იტყვის,“ - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".