იდენტიფიცირებული რომ ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, ამას, რომ შემილიხავ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა გაგიკვირდეს? - ზარქუა ოპოზიციას

26.07.24 15:24
იდენტიფიცირებული რომ ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, ამას, რომ შემილიხავ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა გაგიკვირდეს? - ზარქუა ოპოზიციას

"ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადათ-წესებთან, ამით ვართ საინტერესო და ამას, რომ შემილიხავ და შემიგინებ, მერე რა უფლებით ჩახვალ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა გაგიკვირდეს?" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა საუბრობს.

ზარქუა პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ამტკიცებს, რომ მოქალაქეები ოპოზიციასთან წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მათ პასუხს მოსთხოვენ.

ვაშაძე, სადაც არ უნდა ჩავიდეს, თავის სამეზობლოში ვერ ჩამოდის, დიღმელია, იქ ვერ მოდის, ისეთი სამარცხვინო კაცია, შეიძლება ვიღაცამ ამოარტყას, იმიტომ, რომ არაკაცია, არასწორი კაცია, უსამართლო კაცია, ორმაგი სტანდარტის კაცია, ასეთი მე რა შუაში ვარ, ყველა რა იმსახურებს, იმას იღებს, შესაბამისად,“ - ამბობს ზარქუა.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს". 

მსგავსი სიახლეები