"ხმაურიან შეკითხვებს დაგისვამს მოსახლეობა" - ქადაგიშვილი ოპოზიციას

26.07.24 15:30
"ხმაურიან შეკითხვებს დაგისვამს მოსახლეობა" - ქადაგიშვილი ოპოზიციას

"შენ რომ ამბობდი, რომ (პროდუქტი) აღარ უნდა გაიყიდოს, მათ შორის, რუსეთში, ხმაურიან შეკითხვებს დაგისვამს მოსახლეობა,“ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საუბრობს.

ქადაგიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ამტკიცებს, რომ მოსახლეობას წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან "ხმაურიანი შეკითხვები" ექნება.

შეხვდები შენ რეგიონში ადამიანს, რომელსაც მოსავალი მოჰყავს - ყურძენია, ვაშლია თუ სხვა პროდუქცია, რომელსაც ქმნის და ვაჭრობს და რომელიც არის მისი და ქვეყნის ეკონომიკური შემოსავალი და შენ რომ ამბობდი, რომ ეს აღარ უნდა გაიყიდოს, მათ შორის, რუსეთში, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი ამ პროდუქციის არის რუსეთი, იქ, რა თქმა უნდა, ხმაურიან შეკითხვებს დაგისვამენ მოსახლეობა,“ - ამბობს ქადაგიშვილი.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს". 

მსგავსი სიახლეები