ვის გულისხმობს ირაკლი ზარქუა გლობალური ომის პარტიაში?

26.07.24 16:02
ვის გულისხმობს ირაკლი ზარქუა გლობალური ომის პარტიაში?

ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ გლობალური პარტია "ოცნებას" შტატებისა და ევროკავშირისთვის არასოდეს უწოდებიათ, მათ შორის არც პრეზიდენტ ბაიდენისა და არც კონგრესმენებისთვის.

ზარქუას თქმით, ვინც ბაიდენის უკან, მართავს პროცესებს და ვინც ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესწროა, სწორედ მათ მოიაზრებს საქართველოს მმართველი ხელისუფლება გლობალური ომის პარტიად. 

დიახ, დღემდე არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ ვართ ქართველები. გვჯერა, გვწამს, რომ დღემდე მცდელობა არის საქართველო იყოს ჩართული მეორე ფრონტის ხაზზე. რაღაც გარკვეული, გაერთიანება ადამიანების, რომლის ინტერესებშიც არის მათ შორის, იარაღის გაყიდვა, იარაღის წარმოება, მათ შორის ომის ესკალაცია. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ეს ევროკავშირში ოფიციალური წარმომადგენლები არიან ან ბაიდენი. ბაიდენის უკან, ვინც მართავს ამ პროცესებს, ვინც ესვრის ყველას, ვინც ესროლა მაგალითად ტრამპს, აი იმათ ვგულისხმობთ". - ამბობს ზარქუა.