ოპოზიცია 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებულებს თავდებში უდგება - რას პასუხობენ "ოცნებაში"
ოპოზიციონერი დეპუტატები 400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკვებულებულებს თავდებში უდგებიან.
ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის გასათავისუფლებლად პარლამენტის წევრები ხელმოწერებს აგროვენ.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მთავრობა ახალგაზრდებს სამაგალითოდ სჯის.
ქართული ოცნება გადავიდა სამაგალითო, სანიმუშო დასჯაზე იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დააშინონ ხალხი და ახალგაზრდებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო გრძელვადიანად უშვებენ ციხეში, მე არ ვფიქრობ, რომ თავდებობა ამას უშველის, თუმცა ბუნებრივია, თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ მეც დავიცვა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა მოდის ქართული ოცნებისგან, მე ამისთვის მზად ვარ,“ - ამბობს აქუბარდია.
მივესალმები ამ ინიციატივას ანასგან და მე მზად ვარ, შევუერთდე ამ ინიციატივას და ჩემი ხელმოწერა ჩათვალეთ, რომ არის ამ დოკუმენტზე,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის ინიციატივას მმართველ ძალაში პასუხობენ და სწორედ ოპონენტებს ადანაშაულებენ ახალგაზრდების "წაქეზებაში".
ციფრები იცვლება - ხან 400-ლარიანია, ხან 40-ლარიანია, შეიძლება 4-ლარიანიც არის, მაგრამ ეგ პატივცემული ადამიანები თუ ამ ახალგაზრდებს მიტინგის განმავლობაში კარგად დააფრთხილებდნენ, რომ არ შეიძლება რკინის კონსტრუქცია იქნება თუ პარლამენტის შენობა, არ შეიძლება მისი დარბევა, შეჭრა, პოლიციელებზე თავდასხმა, ალბათ, ყველაზე კარგი თავდებობა იქნებოდა ამ ახალგაზრდებისთვის. პირიქით, ყველა პირდაპირ თუ ფარულად აქეზებდა ახალგაზრდებს, რომ ასეთი შეტევები განეხორციელებინათ,“ - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.