"თუ ვინმე გიჭერთ ბიჭო მხარს, დაუფინანსეთ მგზავრობა, ემიგრანტების ხმა გინდათ და ფულის გადახდა არა" - ზარქუა ოპოზიციას
"თუ ვინმე გიჭერთ ბიჭო მხარს, დაუფინანსეთ მგზავრობა, ემიგრანტების ხმა გინდათ და ფულის გადახდა არა" - ასე მიმართა "ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას.
ზარქუას ამბობს, რომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების დადგმა "ოცნებისთვის" საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია.
ეხლა იქ სადაც შეიკრიბება 30 კაცი, თუ 40 და იქ დავუდგათ.... ასე არ არის. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და აგერ ამ ხელმოცარულებს მივმართავ, ოპოზიციას, თუ ვინმე გიჭერთ ბიჭო მხარს, თუ ასეთი დაინახეთ ვინმე სადმე, მოკიდეთ ხელი ჩასვით ავტობუსში დაუფინანსეთ. აა ეგეც არ გინდათ? ააა ეგრე გაგიჭირდებათ. ფულის დახარჯვა თქვენ არ გინდათ გამარჯვება გინდათ, ემიგრანტების ხმა გინდათ, მაგრამ ისიც არ გინდათ, რომ იქიდან იქ დაუფინანსოთ ტრანსპორტირება. ამაშია საქმე".- აცხადებს ზარქუა.
ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი ოცნების პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს.