ძალიან ბევრ ქვეყანაში სულაც არ სიამოვნებთ, რომ ემიგრანტებმა იაქტიურონ - ოდიშარია
ძალიან ბევრ ქვეყანაში სულაც არ სიამოვნებთ, რომ ემიგრანტებმა იაქტიურონ - ასე ცდილობს "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია გაამართლოს "ოცნების" გადაწყვეტილება საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების არგახსნის თაობაზე.
ოდიშარია ამტკიცებს, რომ ყველა ქვეყანა ამისთვის გახსნილი არ არის და მეტიც, ეს ზოგიერთ ქვეყანაში პროტესტსაც კი იწვევს.
ყველა იმ ქალაქში, სადაც ორმოცდაათი, როგორც თქვენ ბრძანეთ და სინამდვილეში ცოტა მეტი უნდა იყოს რაოდენობა, გაცილებით მეტი, რომ გახსნას ქართულმა სახელმწოფომ და ხელისუფლებამ საკონსულო, ამას დასჭირდება საქართველოს მთელი ბიუჯეტი, იმიტომ რომ მსოფლიოში ორმოცდაცამეტ ქვეყანაში, მინუმიმ ორიათას ქალაქში არის ესეთი რაოდენობა ადამაინებისა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნები, არ არიან ყველანი ასე ღიები და ტრანსფარატულები ამ პროცესების მიმართ და სულაც არ სიამოვნებთ, რომ ემიგრანტებმა იაქტიურონ მათ ქვეყნებში. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში იწვეს ეს პროტესტებს".- ბექა ოდიშარია.
ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს. მიზეზი ოცნების პოლიტიკური გადადწყვეტილებაა. ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. არადა კანონში პირდაპირ წერია, რომ უბანი უნდა იყო იქ, სადაც არანაკლებ 50 ამომრჩეველი ცხოვრობს.