ეს არ იქნება ძალადობის წახალისება, ეს იქნება "ოცნების" ორგანიზებით „ტიტუშკების“ მოგზავნა ოპოზიციის შეხვედრებზე - ცისკარიშვილი
"ეს არ იქნება ძალადობის წახალისება ქართული ოცნების მხრიდან, ეს იქნება მათი ორგანიზებით „ტიტუშკების“ მოგზავნა ოპოზიციის შეხვედრებზე,“ - ამის შესახებ განცხადებას "ერთიანობის" ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.
ცისკარიშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მოსახლეობა ოპოზიციას "პასუხს მოსთხოვს".
ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ტიტუშკებს მიუგზავნის ოპოზიციას შეხვედრების დროს "ქართული ოცნება".
თუკი ასეთ ინციდენტებს ექნება ადგილი, პირდაპირი ორგანიზებით ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან იქნებიან ყველა ის ადამიანები, ყველა „ტიტუშკა“, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მათი თანაშემწეები, საკრებულოს წევრები და ა.შ. - სახელებით და გვარებით გვეცოდინებიან ეს ადამიანები და თქვენც იქ იქნებით და აღბეჭდავთ მათ ძალადობას და მცდელობას, ჩაშალონ ოპოზიციის შეხვედრები. ახლა ეშინიათ არჩევნებში დამარცხების, ძალაუფლების დაკარგვის და რაღა დარჩენიათ, დაადგნენ ძალადობის გზას და წინასწარ დაგვიანონსეს კიდევაც, ანუ სითავხედე ეყოთ, რომ ეს გამოეცხადებინათ წინასწარ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".