მწვანე შუქი აუნთეს ზონდერებს, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ძალადობრივ გარემოში - სიჭინავა

26.07.24 17:30
მწვანე შუქი აუნთეს ზონდერებს, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ძალადობრივ გარემოში - სიჭინავა

"ეს გარდაუვალი მარცხის განცდა კიდევ უფრო გაიზრდება და ბუნებრივია, ეს არის მწვანე შუქი, რომელიც აუნთეს ზონდერებს, იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ძალადობრივ გარემოში" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა აკეთებს.

სიჭინავასთვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება უტოლდება ძალადობის წახალისებას ოპონენტების წინააღმდეგ.

პაპუაშვილის და პრემიერის განცხადებები, რა თქმა უნდა, არის პირდაპირი ფორმით ანონსი, როგორი საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატარონ ამ ადამიანებმა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ მათი ისტორიული მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე, შესაბამისად, ეს გარდაუვალი მარცხის განცდა კიდევ უფრო გაიზრდება და ბუნებრივია, ეს არის მწვანე შუქი, რომელიც აუნთეს ზონდერებს, იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს ძალადობრივ გარემოში, თუმცა ეს შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ, რომ 2011-2012 წელს ჩვენს ხალხს ძალიან კარგად აქვს გავლილი,“ - ამბობს ბერდია სიჭინავა.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".

მსგავსი სიახლეები