ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და არეულობა - როგორ აპირებს "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას
ძალადობრივი წინასაარჩევნო კამპანია და არეულობა დაანონსებულია - "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს, პრაქტიკულად, პირდაპირ უთხრა, რომ სადაც მივლენ, ყველგან მოძალადეთა რაზმებს დაახვედრებენ.
ანგარიშსწორებისთვის ტიტუშკებს მწვანე შუქი დღეს შალვა პაპუაშვილმა აუნთო. ამით პარლამენტის თავმჯდომარემ გაამხილა, როგორ აპირებს ოლიგარქის რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას.
აგონიაში მყოფი ხელისუფლება უკვე აღარ მალავს, რა აქვს ჩაფიქრებული მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. "ოცნება", პრაქტიკულად, გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ქვეყანაში რეპრესიებს აანონსებს. პაპუაშვილის საათნახევრიანი ბრიფინგი დღეს მხოლოდ ოპოზიციის ლანძღვას დაეთმო.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.