თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად სოფო ჯაფარიძე დაინიშნა, რომელმაც პანდემიის დროს სიკვდილს ბევრი ადამიანი გადაარჩინა - ბარამიძე
"თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად შემოემატა ისეთი ენერგიული და ხალხისთვის ძალიან ბევრი საქმის გამკეთებელი ადამიანი, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს პანდემიის დროს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ისაუბრა.
ბარამიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენლის ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
თბილისის ორგანიზაციას ხელმძღვანელად შემოემატა ისეთი ენერგიული და ხახლისთვის ძალიან ბევრი საქმის გამკეთებელი ადამიანი, როგორიც არის სოფო ჯაფარიძე, რომელსაც თავისი გუნდი ჰყავს ადამიანებისა, პროფესიონალებისა რომლებმაც პანდემიის დროს ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მიიღეს მონაწილეობა და ამ ადამიანების შემომატება ჩვენს გუნდში და სოფოს ენერგიული პიროვნების თბილისის თავმჯდომარედ არჩევა დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მთელი პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებისათვის, როგორც თბილისში, ისე მთელ საქართველოში, რადგან ჩვენს წინაშე არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, რუსული დეზინფორმაცია, გავამთლიანოთ, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა კვლავ დავაბრუნოთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ სიტყვით გამოსვლისას.