მოხარული ვარ, ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია, დედაქალაქში ენმ-ის კამპანიას უხელმძღვანელებს - ბოკუჩავა

26.07.24 22:47
მოხარული ვარ, ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია, დედაქალაქში ენმ-ის კამპანიას უხელმძღვანელებს - ბოკუჩავა

"მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და შეუძლია 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს ენმ-ის კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე გამარჯვებას იზეიმებს. 

ის რომ თბილისი არის ოპოზიციური, ის რომ თბილისს სურს ცვლილებები, ეს დაამტკიცა აქციებმა, რომლის მასშტაბი აღემატებოდა ყველა სხვა საპროტესტო აქციას, რაც კი საქართველოს უნახავს უახლესი ისტორიის განმავლობაში, ამიტომ ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მათ შორის თბილისში და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და რომელსაც შეუძლია, რომ 24 საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ 26 ოქტომბერს საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად ვიზეიმებთ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები