"ოცნება" დაუკრეფავშია გასული" - ანა დოლიძე
"ოცნება" დაუკრეფავშია გასული" - ასე ეხმაურება პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე შალვა პაპუაშვილის გუშნდელ განცხადებას.
დოლიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ძალადობას ახალისებს.
"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ახალისებს ძალადობას. ის გასულია დაუკრეფავში. ყველა ფასად ხელისუფლებსი შენარჩუნება - ეს განცხადებები ამის მანიშნებელია. ისინი არიან პანიკაში. ეცდებიან, რომ ე.წ. ზონდერ-ბრიგადების მეშვეობით ჩაახშორონ ხალხში წინააღმდეგობა. ვერავითარი დაშინება, ე.წ. ზონდერ-ბრიგადები და დაქირავებული ხალხი ვერ აჯობებს ქართველი ხალხის სულისკვეთებას, შეინარჩუნოს და გადაარჩინოს საქართველოს დამოუკიდებლობა", - ამბობს ანა დოლიძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან პასუხის მოსთხოვენ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.