პაპუაშვილის განცხადება იმის მაჩვენებელი, რომ "ოცნება" არჩევნებს აგებს - ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სეგო ჩიხლაძის თქმით, შალვა პაპუაშვილის გუშინდელი განცხადება იმის მაჩვენებელია, რომ "ოცნება" არჩევნებს აგებს.
ჩიხლაძის თქმით, სწორედ ამიტომ აანონსებს ახლა მართველი გუნდი ძალადობას.
პაპუაშვილის განცხადება არის მაჩვენებელი, რომ ისინი აგებენ არჩევნებს, ძალიან კარგად იცის ეს მათ, რადგან მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, 30 და 35 პროცენტი 60 პროცენტი ვერ გახდება. ეს მათი პროცენტები კიდევ უფრო დაიწევს დაბლა, ამიტომ ახლა ისინი გადავიდნენ დაშინებაზე და ჩვენ ვხედავთ, რომ სექტემბერი-ოქტომბერი იქნება ძალიან მძმე, მაგრამ ეს არ უშველის ქართულ ოცნებას", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან პასუხის მოსთხოვენ.