ტყუილია, როცა "ოცნება" ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნისთვის საქართველოს მთელი ბიუჯეტია საჭირო - ჯაფარიძე

27.07.24 13:33
ტყუილია, როცა "ოცნება" ამბობს, რომ ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნისთვის საქართველოს მთელი ბიუჯეტია საჭირო - ჯაფარიძე

 

 

ბიუჯეტზე გვესაუბრება ხელისუფლება, რომელთა შვილებიც ბიუჯეტის ფულით დადიან ჩარტერული რეისით შტატებში - მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი და ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე სიცურეს უწოდებს "ოცნების" მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ემიგრანტებისთვის დამატებით საარჩევნო უბნების გახსნისთვის საქართველოს მთელი ბიუჯეტია საჭირო.

სრული აბსურდია, როდესაც "ქართული ოცნება" გვესაუბრება იმაზე, რომ ჯერ თქვეს, რომ უტოპიურ სურვილებს ვერ შევუსრულებთ ემიგრანტებსო, ახლა გვეუბნებიან, რომ დამატებითი უბნების გახსნისთვის საქართველოს მთელი ბიუჯეტი იქნება საჭიროო. ეს არის სრული ტყუილი. ბიუჯეტზე გვესაუბრება ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად ძარცვავს ბიუჯეტს. ბიუჯეტზე გვესაუბრება ხელისუფლება, რომელიც კორუფციის ჭაობში ცხოვრობს და ცოცხლობს. ბიუჯეტზე გვესაუბრება ხელისუფლება, რომელთა შვილებიც ბიუჯეტის ფულით დადიან ჩარტერული რეისით ამერიკის შეერთებულ შტატებში", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ქვეყნის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას ასეულობით ემიგრანტი ვერ შეძლებს - ივანიშვილის პარტიამ საბოლოოდ უთხრა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე. ემიგრანტები ხმის უფლებას ითხოვენ.