ივანიშვილმა იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ძალადობით ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს - ბუაძე

27.07.24 13:22
ივანიშვილმა იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს და ძალადობით ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს - ბუაძე

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და სწორედ ამიტომ ცდილობს ძალადობის გზით ხელისუფლების შენარჩუნებას და სწორედ ამის დასტური იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაც. 

ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ არ აქვს მხარდაჭერა, შესაბამისად, რუსული მეთოდებით, ძალადობის და შევიწროების მცდელობებით ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და ძალაუფლება, რაც მან კარგად უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ცუდად შემოუბრუნდება მასაც და "ქართულ ოცნებასაც", - აცხადებს საბა ბუაძე. 

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან პასუხის მოსთხოვენ.