ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ - თინა ბოკუჩავა

27.07.24 15:13
ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ - თინა ბოკუჩავა

“სამეგრელოში, წალენჯიხაში “დემოკრატიის ფესტივალის ჩატარება ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია  მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს.” - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ დაანონსებული ძალადობა ოპოზიციის გეგმებს და დღის წესრიგს არ ცვლის.

ბოკუჩავა ამბობს, რომ სწორედ ერთიანობით დაიძლევა ის დაპირისპირება და ძალადობა, "რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ" 

ჩვენ ვიმყოფებით დემოკრატიულ ფესტივალზე წალენჯიხაში იმისთვის, რომ ერთიანობით წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელ საქართველოსთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ერთიანობით დავძლევთ იმ დაპირისპირებას და ძალადობას, რასაც ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები ქადაგებენ.
დემოკრატიის ფესტივალის სწორედ აქ, წალენჯიხაში, სამეგრელოში ჩატარება ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია  მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობით, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ ხალხთან, ვართ საქართველოს მოქალაქეებთან და ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს, ყველგან პასუხის მოსთხოვენ.