“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალზე” იმყოფება

27.07.24 16:29
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალზე” იმყოფება

“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალზე” იმყოფება.

მისი თქმით, ყველა ის ნაწარმი, რაც ფესტივალზეა წარმოდგენილი ევროპული ფულით და დახმარებით არის შექმნილი.

“წალენჯიხაში ჩამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული ყველაზე ევროპული ადგილია სამეგრელო და განსაკუთრებით წალენჯიხა. აქაურ ეზოებს რომ შეხედავ ის “პეწი” იგრძნობა, რაც აქვს წალენჯიხას. ეს ნაწარმი, რაც აქ იყიდება ჩემთვის იყო სიახლე. ყველა ეს სიახლე არის ევროპული ფულით და დახმარებით შექმნილი. ჩვენ ყველა აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ეს შერწყმა ჩვენი კულტურების, რომლებიც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, იყო სამუდამოდ.” - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგასხენებთ, რომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალზე” იმყოფებიან.