„მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება" - სოფო ჯაფარიძე
„მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება.“ - ამის შესახებმიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალზე“ განაცხადა.
მისი თქმით, ის რომ წვიმის მიუხედავად წალენჯიხაში უამრავი ხალხი მივიდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ სწორედ ასეთი ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება 26 ოქტომბერს და ასეთი ერთიანობით გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი.
მიზანი არის ერთი - ჩვენი ერთიანობა, მიზანი არის ის, რასაც აქ დღეს ხედავთ. წვიმის, უამინდობის მიუხედავად ჩვენ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და აი ასეთი ერთიანობით, ასეთი ერთსულოვნებით აუცილებლად გავიმარჯვებთ, აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრები. ხედავთ ამ საოცარ ადამიანებს, რომლებსაც როგორი პროდუქციაა აქვთ გამოტანილი, ეს ადამიანები უნდა გაიცნოს მთელმა ევროპამ და ჩვენ ამაში მათ აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ, შესაბამისად, მიზანი არის ერთი - ერთიანობა და გარდაუვალი გამარჯვება.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ
ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - ტურნემ, სტარტი წალენჯიხიდან აიღო, სადაც ამ წუთებში,„დემოკრატიის ფესტვალის" ფარგლებში ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტიის ლიდერი ერთად დგას და ხალხთან შეხვდრას მართავს. საუბრის მთავრი თემა არჩევნები და ხმების დაცვაა. ერთ სივრცეში შეკრებილი პოლიტიკოსები მოსახლეობას დეტალურად უხნიან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და იმ პროექტებზე ესაუბრებიან, რომელიც ამ ქვეყანაში დასავლეთის დაფინანსებით ხორციელდება.