სავარაუდო კორუფცია გორის მერიაში - როგორ მიიღო სოსიაშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ 100 000-ლარიანი ხელშეკრულება?

27.07.24 17:22
სავარაუდო კორუფცია გორის მერიაში - როგორ მიიღო სოსიაშვილთან დაახლოებულმა კომპანიამ 100 000-ლარიანი ხელშეკრულება?

სავარაუდო ელიტური კორუფცია გორის მერიაში - მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პარლამენტის წევრ გიორგი სოსიაშვილთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაში არიან მხილებულნი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, გორის მერიამ 100 000-ლარიან ტენდერში გაამარჯვებინა კომპანიას, რომელიც პარლამენტართან დაახლოებულია.

ირკვევა, რომ კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდმა ტენდერში მას შემდეგ მოიგო, რაც გიორგი სოსიაშვილი პარლამენტარი გახდა. 

საყურადღებოა, რომ ორგანიზაცია სოფელ დიდშია რეგისტრირებული, სადაც გორი-კასპის მაჟორიტარი სოსიაშვილი ცხოვრობს.

"ოცნების" ოპონენტები ირწმუნებიან, რომ ამ გარიგების გამო 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კომპანია "ბილიკი" ტენდერიდან ჩახსნეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "პირველებთან" იმასაც ამბობენ, რომ ტენდერში მოგებულმა კომპანიამ გორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ტრენინგები უნდა ჩაატაროს, თუმცა როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ტრენერები "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირები არიან. 

კუდის აგენტი და ახლა უკვე სუს-ის აგენტი გიორგი სოსიაშვილი, რომელიც გამჭვირვალობას არის ამოფარებული და სინამდვილეში ხმა რუსულ კანონს მისცა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მოაგებინა საკუთარ შვილობილ კომპანიას. აღნიშნული ტენდერი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დატრენინგებას და ცნობიერების ამაღლებას, თუმცა მერწმუნეთ, რომ ეს ფული არ მოხმარდება გორში მაცხოვრებელი ახალგაზრდების განვითარებას და ის მოხმარდება წურბელა სოსიაშვილის ინტერესებს", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.