სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში, ქართული დემოკრატიის დამსახურებულ აკვანში შევიკრიბეთ ისინი, ვისაც ეს ქვეყანა გვადარდებს - გეგელია

27.07.24 17:13
სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში, ქართული დემოკრატიის დამსახურებულ აკვანში შევიკრიბეთ ისინი, ვისაც ეს ქვეყანა გვადარდებს - გეგელია

სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში, ქართული დემოკრატიის დამსახურებულ აკვანში შევიკრიბეთ ისინი, ვისაც ეს ქვეყანა გვადარდებს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გეგელიას თქმით, წალენჯიხაში დღეს ოპოზიციამ ფანტასტიკური შეხვედრა გამართა.

დღეს ჩვენ გვქონდა ფანტასტიური შეხვედრა, სადაც ბევრი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი, მოქალაქეები ერთად შევიყარეთ წალენჯიხაში, ქართული დემოკრატიის დამსახურებულ აკვანში, რომელმაც აჩვენა ჯერ კიდევ 2021 წელს რამელა პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქართულ დემოკრატიას და მე ვფიქრობ, სიმბოლურია, სწორედ ასეთ მრავალპარტიულ, მრავალდემოკრატიულ, კოალიციურ ქალაქში რომ ვხდებით დღეს, იმის აღსანიშნავად, რომ რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როგორც განსხვავებულ, პატრიოტიზმით გაერთიანებულ ძალებს, ვისაც ეს ქვეყანა გვადარდებს", - აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო - ტურნემ, სტარტი წალენჯიხიდან აიღო, სადაც ამ წუთებში,„დემოკრატიის ფესტვალის" ფარგლებში  ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტიის ლიდერი ერთად დგას და ხალხთან შეხვდრას მართავს. საუბრის მთავრი თემა არჩევნები და ხმების დაცვაა. ერთ სივრცეში შეკრებილი პოლიტიკოსები მოსახლეობას დეტალურად უხნიან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას და იმ პროექტებზე ესაუბრებიან, რომელიც ამ ქვეყანაში დასავლეთის დაფინანსებით ხორციელდება.