კალაძე ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია - საბა ბუაძე
კალაძე ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია, - ასე აფასებს შაბათის ეთერშ გასულ სკანდალურ რეპორტაჟს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ დეკლარაციის არასწორად შევსება სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს.
დეკლარაციის განზრახ არასწორად შევსება არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს, რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდეს და იცის კახი კალაძემ, მაგრამ ვინაიდან ის არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ ის კეთილსინდისიერად შეიძლება ავსებდეს დეკლარაციას და გახდეს ეს დამატებით განმარტებების და გამოძიების საფუძველი, - ამბობს საბა ბუაძე.
კახა კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი საათები არ დაადეკლარირა. ფოტო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები, რომლის ფასიც ასი ათასობით ლარია, კალაძის სარგებლობაშია, მაგრამ დოკუმენტებში ასახული არ არის. ბოლოს თბილისის მერი ევროპის ჩემპიონატზე ექვსასი ათასიანი საათით გამოჩნდა. ის უცხოელმა ბლოგერებმა დააფიქსირეს.