"საკითხი ანტიკორიფციულს უნდა შეესწავლა" - ლიპარტელიანი კალაძის არადეკლარირებულ საათებზე
კალაძის მრავალმინიონიანი არადეკლარირებული საათები - ენმ-ს წევრი ლილე ლიპარტელიანი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საკითხის იგნორირების გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ კალაძის არადეკლარირებული ქონება გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო, თუმცა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს.
ლიპარტელიანის თქმით, თუკი კალაძეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საათებიც დეკლარაციაში უნდა შეეტანა, რაც საეჭვოა, კონსულტაცია უნდა გაევლო იმავე ადვოკატთან, რომელსაც ტვ პირველის ქონების დაყადაღება დაავალა.
ეს შტო ხელისუფლების არის მიტაცებული და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რომელიც უნდა სწავლობდეს ამ ყველაფერს, აჯარიმებდეს, აფრთხილებდეს და ა.შ. ეს ადამიანი, რომელმაც ვერ გაიგო თითქოს შეკითხვის შინაარსი თუ არსი, გემოვნებაზე გადაიტანა აქცენტი. ის არის მხარე ცალსახად. ადვოკატთან, რომელთანაც გაიარა კონსულტაცია კახი კალაძემ, როგორ მოხდეს ტვ პირველის დაყადაღება და აღსრულებაში გადაცემა უკვე დასანქცირებული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაში მიცემა, შესაბამისად, შეეძლო, თუ არ იცის, არ მჯერა, რომ არ იცის, მაგრამ თუ არ იცის, რა შედის დეკლარაციაში, რა ივსება, რომელი ნივთები უნდა შეიტანოს დეკლარაციაში, წარმატებით შეეძლო გაევლო კონსულტაცია თავის ადვოკატთან, - ამბობს ლილე ლიპერტალიანი.
კახა კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი საათები არ დაადეკლარირა. ფოტო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები, რომლის ფასიც ასი ათასობით ლარია, კალაძის სარგებლობაშია, მაგრამ დოკუმენტებში ასახული არ არის. ბოლოს თბილისის მერი ევროპის ჩემპიონატზე ექვსასი ათასიანი საათით გამოჩნდა. ის უცხოელმა ბლოგერებმა დააფიქსირეს.