"კორუფციის სუნი ტრიალებს" - ცოტნე კობერიძე კალაძის არადეკლარირებულ ქონებაზე

28.07.24 11:35
"კორუფციის სუნი ტრიალებს" - ცოტნე კობერიძე კალაძის არადეკლარირებულ ქონებაზე

კორუფციის სუნი ტრიალებს, - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე შაბათის ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლიდანაც იკრვევა, რომ კახი კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი ქონება არ დაადეკლარირა. 

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მას იმის ანგარიშიც კი მოსთხოვა, რამდენ კოკა კოლას და სნიკერსს ყიდულობს, დედაქალაქის მერის შემთხვევაში კი სავარაუდო კორუფციაზე თვალს ხუჭავს. 

მე ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორჯერ მომთხოვა და ორჯერ შემაწუხა იმის გამო, რომ ბებიაჩემის საპენსიო შინაარსის შემცველი რაღაც შემეტანა და მენახა ბებიაჩემის პენსიოა რამდენია. მე რომ სნიკერს და კოკა -კოლას ვყიდულობ, მაგის ანგარიში და ამონაწერიც კი მთხოვეს. კახი კალაძის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ნახევარმილიონიანი ქონებაც კი არ აქვს ამ ადამიანს შეტანილი და ამასობაში პრეტენზიები არცერთ ინსტიტუციას არ აქვს. კორუფციის სუნი ტრიალებს, იმიტომ, რომ როცა შენ ამას მალავ, არ მალავ არაფერს ადამიანი ტყუილად. მალავს იმიტომ, რომ ამის გამოჩენა არ უნდა, მალავს იმიტომ, რომ იცის, რომ ამაზე კითხვის ნიშნები იქნება, - ამბობს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ცოტნე კობერიძე.

კახა კალაძემ ჯამში მრავალმილიონიანი საათები არ დაადეკლარირა. ფოტო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნივთები, რომლის ფასიც ასი ათასობით ლარია, კალაძის სარგებლობაშია, მაგრამ დოკუმენტებში ასახული არ არის. ბოლოს თბილისის მერი ევროპის ჩემპიონატზე ექვსასი ათასიანი საათით გამოჩნდა. ის უცხოელმა ბლოგერებმა დააფიქსირეს.