"ოცნების" მიმართ სენატიდან და კონგრესიდან მკაფიო გზავნილები იქნება - გრიგოლ გეგელია

28.07.24 11:51
"ოცნების" მიმართ სენატიდან და კონგრესიდან მკაფიო გზავნილები იქნება - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია დარწმუნებულია, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკის, აშშ ქართველი ხალხის გვერდზე ბოლომდე იდგება. ამასთან, ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ სენატიდან და კონგრესიდან "ქართული ოცნების" მიმართ მკაფიო გზავნილები იქნება.


საქართველო, ბუნებრივია, არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი აშშ-თვის და ევროპული კავშირისთვის, ამიტომ რასაკვირველია, ჩვენი პარტნიორები ბოლომდე ერთგული დარჩებიან იმ იდეალისა, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის გვერდით დგომა და რასაკვირველია, როგორც სენატიდან, ასევე კონგრესიდან იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები და მოქმედებები იმ მიზნით, რომ საქართველოს სუვერენობა და დემოკრატია ჩვენს ქვეყანაში იყოს დაცული, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 
 

შტატებიდან გაფრთხილებები არ წყდება. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს კურსი და დაასრულოს ავტორიტარული მიდგომები. ივანიშვილის გუნდს უკვე ღიად ეუბნებიან, რომ არადემოკრატიული ნაბიჯების გამო ვაშინგტონს ერთჯერადი  პასუხიი არ ექნება.

სენატის სხდომამდე ზუსტად სამი დღე რჩება. სანქციების არქიტექტორი ჯიმ ობრაენი საქართველოს შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.