საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს მაღალჩინოსნების გზავნილები სულ უფრო მკაფიოა - ლუკ კოფი

28.07.24 12:04
საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს მაღალჩინოსნების გზავნილები სულ უფრო მკაფიოა - ლუკ კოფი

"ჰადსონის ინტიტუტის" ანალიტიკოსი ლუკ კოფი საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნილები უფრო მკაფიო და პირდაპირი გახდა. მისი თქმით, ეს ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან ერთგვარი გამოძრვიძების პროცესია, რომელიც ცალსახად ცხადყოფს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, კარგი არ არის.

წარსულში, დაახლოებით 5-6 თვის წინაც კი ამერიკელი ოფიციალური პირები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ზოგ რამეს მხოლოდ შემოვლით ან ირიბად ამბობდნენ, ახლა კი ეს ძალიან პირდაპირია და ეს დიდი განსხვავებაა. საინტერესოა ამ ყველაფრის დროულობაც. საქართველოში მიღებულ რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინააღმეგ ზომების მიღების თუ სანქცირების თაობაზე კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი. ამავე დროს, ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლპარაკებებს არ იწყებს, ნატოს სამიტის დეკლარაციაში კი 2008 წლის შემდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები პირველად წაიშალა. ახლა კი ეს მოსმენა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ერთგვარი გამოღვიძების პროცესის ნაწილი ამერიკის ოფიციალური პირების მხრიდან იმის თაობაზე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, კარგი არ არის, - ამბობს ლუკ კოფი. 

შტატებიდან გაფრთხილებები არ წყდება. საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეცვალოს კურსი და დაასრულოს ავტორიტარული მიდგომები. ივანიშვილის გუნდს უკვე ღიად ეუბნებიან, რომ არადემოკრატიული ნაბიჯების გამო ვაშინგტონს ერთჯერადი  პასუხიი არ ექნება.

სენატის სხდომამდე ზუსტად სამი დღე რჩება. სანქციების არქიტექტორი ჯიმ ობრაენი საქართველოს შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.