პრემიერი წინასაარჩევნოდ რეგიონებს 20 მლნ-ს აძლევს - ოპოზიცია სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

28.07.24 12:24
პრემიერი წინასაარჩევნოდ რეგიონებს 20 მლნ-ს აძლევს - ოპოზიცია სავარაუდო მოსყიდვაზე საუბრობს

რეგიონებისთვის თუ პარტაქტივისთვის გამოყოფილი დიდი ფული? - მოპოვებულია პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომლითაც ირაკლი კობახიძე წინასაარჩევნოდ რეგიონებს ოცი მილიონის დახარჯვის უფლებას აძლევს. დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ მუნიციპალიტეტებმა თანხა გამარტივებული შესყიდვებისთვის უნდა გამოიყენონ.

ირკვევა, რომ აღნიშნული 20 მლნ 57 მუნიციპალიტეტზე უნდა გადანაწილდეს, საიდანაც თითოს 100 ათას ლარზე მეტი შეხვდება. 

ამ ჩანაწერმა ოპოზიციას და კორუფციის მკვლევარებს გაუჩინა ეჭვი, რომ "ოცნებამ" საარჩევნო სამზადისი დაიწყო. სახელმწიფო ბიუჯეტის ფული არა ხალხისთვის საჭირო პროექტებზე, არამედ პარტიული ინტერესებისთვიის დაიხარჯება.

ეს პროგრამა შესაძლებელი იყო, ინავრიდან ამოქმდებულიყო და იანვარში ყოფილიყო მოსახლეობის ინტერესები და მოსახლეობის ინიციატივები განხორციელებული. საარჩევნო მიზანშეწინოლობა აქვს ამ ფულს. გამარტივებულ შესყიდვას ყოველგვარი ტენდერის გარეშე მისცემენ ისევ მათ პარტაქტივს. მანიპულაციისთვის და სპეკულირებისთვის, რომ მე გაგიკეთებ ამას კონკრეტულად და შემედგ ხმა უნდა მომცე, მაგალითად ეს იქნება ღობე, სახურავი და ა.შ. მაშინ, როდესაც ეს პრობლემა იანვარშიც ჰქონდათ ამ ადამიანებს ა ასევე გამოიყენებენ ამ ფულს ასევე, მათ აქტივს მისცემენ, მათთან დაახლოებულ კომპანიებს მისცემენ, რომ შემდეგ ეს ფული ისევ მოხვდეს „ქართლ ოცნებაში“, - ამობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ბესიკ დონაძე. 

აღნიშნულს წინსაარჩევნ მოსყიდვად აფასებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც. 

ეს ხელისუფლება დგას რამდენიმე რამეზე, მათ შორის ერთ-ერთია მოსყიდვა. ზუსტად ამას უკავშირდება ის, რომ გადაცემული 20 მლნ -დამ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ტენდერის გარეშე განკარგონ ეს თანხა და ჩაუჯიბონ ეს თანხა იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებიან „ქართულ ოცნებას“ ხმების ყიდვაში, მაგრამ ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რა დგას სასწორზე, შესაბამისად, მათი ვერრთი მსგავის მცდელობა წარმატებული ვერ იქნება, - ამბობს საბა ბუაძე.