ქვეყანაში რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდის, ვიდრე გადის - ოპოზიცია "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

28.07.24 13:58
ქვეყანაში რუსეთის უფრო მეტი მოქალაქე შემოდის, ვიდრე გადის - ოპოზიცია "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროსს ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ აპრილიდან ივნისის ჩათვლით ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი რუსულ პასპორტიანი პირი შემოვიდა, ვიდრე გავიდა. საზღვრის კვეთა რუსეთის 439 ათას მოქალაქეს უფიქსირდება, თუმცა საქართველო 418 ათასმა დატოვა ანუ დაახლოებით 21  ათასი რუსულ პასპორტიანი ქვეყანაში დარჩა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს გარემოება რუსების მიმართ "ქართული ოცნების" შერბილებული პოლიტიკის შედეგია. პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე პირდაპირ ამბობს, რომ ეს სწორედ "რბილი ოკუპაციაა". 

ჩვენი ხელისუფლების განცხადებები ფონზე და გეოპოლიტიკური კურსის ცვლილების ფონზე, ეს არის, შეიძლება ითქვას, რბილი ოკუპაციის ერთ-ერთი ფორმა. ეს არის უსერიოზულესი სფერო, სადაც უნდა მუშაობდნენ უსაფრთხოების სამსახურები და სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურებიდან სწორი და კონკრეტული ინფორმაცია მოქალაქეთა შემდგანელობაზე, მათ შემოსვლებზე, გასვლებზე, მათ მუშაობაზე საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული უსაფრთხოების სასმახურის აქამდე არაფერი მოგვისმენია, - ამბობს ანა დოლიძე. 

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელიაც. 

ეს არის ის, რაზეც „ლელო“ ყოველთვის საუბრობდა ძალიან აქტიურად და ამბობდა, რომ უდნა იყოს მიღებული საქართველოს დაცვის ფაქტი, რომელიც მათ შორის ზღუდავს რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში. ეს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს, ემსახურება რუსების ეროვნულ ინტერესს და არა ქართველების ინტერესს და სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ის უკონტროლო შემოდინების რუსების, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბოლო ორი წელია, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

კითხვა, რა მიზნით გადმოდიან  და რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, ამ დრომდე პასუხგაუცემელია.